ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 

 

თებერვალი
2010
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
 

2010-02-04 15:35
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის განცხადება


2010-01-28 11:38















საქართველოს პარლამენტი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის  წევრის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო ხუხუნაიშვილის  გარდაცვალების გამო.




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის წევრის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო ხუხუნაიშვილის  გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს.


საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო ხუხუნაიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.



საქართველოს პარლამენტის აპარატი  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის  წევრის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო ხუხუნაიშვილის  გარდაცვალების გამო.


საქართველოს პარლამენტის წევრის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის, ვანო ხუხუნაიშვილის  დაკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოში ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე–პრეზიდენტი მანტას ადომენასი ჩამოდის.   



2010-01-28 11:01
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დადგენილება - ორდენი საქართველოს პარლამენტის დეპუტატს



2010-01-28 10:03
Vano Khukhunaishvili Will Stay in Our Hearts and Our Memories



2010-01-28 10:00
2009 წლის იანვარ-დეკემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში


2010-01-27 14:53

წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტში არსებული ევროკავშირის საინფორმაციო და დოკუმენტაციის ცენტრის ერთობლივი, განახლებული დაიჯესტის "ევროპის დროით" მე–13, 2010 წლის იანვრის ნომერს.



2009-12-21 11:00



2009-12-16 16:01
საქართველოს პარლამენტის განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების გახშირებასთან დაკავშირებით

Statement of the Parliament of Georgia on increasing the frequency of the unlawful actions from the side of the Russian federation on the territory of Georgia


2009-10-06 14:56
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე








2009-10-02 15:49
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტთან და საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით











2009-09-10 13:57
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით








2009-09-04 12:32

U.S. Mission to OSCE Statement on the Situation in Georgia

2009-07-23 19:16

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში 
 





SPEECH(ENG)
SPEECH(GEO)

 



2009-07-20 22:47
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე




 I
II



2009-07-16 12:53

საქართველოს პარლამენტის განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლასთან დაკავშირებით



2009-06-08 17:36
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი გენერალ ბორისოვის განცხადებაზე

 

 

 

 



2009-02-24 11:24
ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კომიტეტის მე–11 სხდომაზე მიღებული რეკომენდაციები


2009-02-03 18:17

საქართველო-რუსეთის ომის შედეგების შესახებ რეზოლუციის 1633 (2008) განხორციელება

The implementation of Resolution 1633 (2008) on the consequences of the war between Georgia and Russia



2009-02-02 11:22
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შენიშვნები და მოსაზრებები არასამთავრობო ორგანიზაცია "Freedom House"-ის დასკვნაში დაფიქსირებულ რიგ მოსაზრებასთან დაკავშირებით


Notes and considerations of the Commission on Territorial Integrity Issues of the Parliament of Georgia on the considerations given in the Conclusion of the Non Governmental Organization "Freedom House”



2009-01-29 15:26
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარები

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ევპოსაბჭოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე მიღებული რეზოლუცია დადებითად შეაფასა;


პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნებზე და მათ იმ საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდა, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.



ႫႧႠႥႠႰႨ »

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႸႤႱႠႾႤႡ
  ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱႠ ႣႠ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႠႰႨႦႫႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႸႨ
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႣႠႱႠႥႪႤႧ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႼႠႰႫႭႫႠႣႢႤႬႪႭႡႠ
 
ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
 
ႠႬႭႬႱႨ
 
ႢႠႫႭႺႤႫႤႡႨ
 
ႩႥႪႤႥႤႡႨ / ႡႨႡႪႨႭႧႤႩႠ
 
ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨ ႣႠ ႱႠႦႭႢႠႣႭႤႡႠ
   


2010-02-08 18:59
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 9–12 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. დავით ბაქრაძე ანკარაში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პემიერ-მინისტრთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, დიდი ეროვნული კრების(პარლამენტის) თავმჯდომარესთან, მეჰმეთ ალი შაჰინთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მევლუთ ჩავუსოღლუსთან.



2010-02-08 16:42
პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ  ბიუროს წევრებს და საქართველოს მოსახლეობას დავით აღმაშენებლის ხსენების  დღე და  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დაარსების დღე მიულოცა.



2010-02-08 16:36
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "ზოგადი განათლების შესახებ", "უმაღლესი განათლების შესახებ”, "მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ"  საქართველოს  კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტები განიხილეს დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე. 



2010-02-08 15:10
საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ბრიფინგი

პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი წერილით მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ მას, გამონაკლისის სახით, დებატებში გამოსვლის ნება დართოს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან.



2010-02-08 14:54
ქართული დასის ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას ბრიფინგი

ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.  პარლამენტში ახალგორის დევნილებთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ბაღათურიამ განაცხადა, რომ ამერიკის, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებმა დევნილებს მილიონები გამოუყო, იმისათვის რომ მათთვის საცხოვრებელი კოტეჯები აეშენებინათ ან კომპესაციის სახით 10 ათასი დოლარი გადაეცათ, თუმცა  ახალგორიდან დევნილ 150 ოჯახს სახელმწიფოსგან ჯერჯერობით არაფერი მიუღიათ.



2010-02-08 14:53
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ვახტანგ ბალავაძემ ფულის გათეთრების აღსაკვეთად ახალი საკანონდებლო ინიციატივა  "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განსახილველად წარმოადგინა.



2010-02-05 19:48
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე ასაკის პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები ახლებურად დარეგულირდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკად განისაზღვრება თოთხმეტი წელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას.



2010-02-05 18:27
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

დაზღვევის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ამის თაობაზე დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილება "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონპროექტიდან გამომდინარეობს, რომლის მიღების აუცილებლობა საქართველოს მიერ ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციების შესრულების საჭიროებამ განაპირობა.



2010-02-05 17:45
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციის მიზნით მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის. საკითხი ეხება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის 12 წლიდან 14 წლამდე გაზრდას. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.



2010-02-05 17:32
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

სახელმწიფო ზედამხედველობის და კონტროლის გზით მომეტებული ტექნიკური საფრთხისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საკუთრებისა და  გარემოს დაცვას, ასევე ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლოატაციის, მათთან დაკავშირებული შრომის პროცესისა და პირობების უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი  "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ", რომელიც პირველი მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.



2010-02-05 16:45
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლაურის შეხვედრა რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ნუგზარ წიკლაური რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, თამაზ ბერიძეს და ჯონი შამათავას შეხვდა, რომლებიც სანკტ–პეტერბურგში მოქმედი ქართველთა სათვისტომო "იბერიას" აქტიური წევრები იყვნენ.



2010-02-05 16:09
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

"საერთაშორისო სავალუტო ფონდში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების გაზრდის შესახებ” და "საერთაშორისო სავალუტო ფონდის საინვესტიციო უფლებამოსილების გაფართოების შესახებ” საერთაშორისო სავალუტო ფონდის სადამფუძნებლო შეთანხმებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.



2010-02-05 16:09
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო სიების გადამოწმების მიზნით კონსოლიდაციას და ამ პროცესის ერთობლივი ძალებით გახორციელებას სთავაზობს

პარლამენტის ვიცე–სპიკერის, ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების” წევრის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის თითო პოლიტიკური პარტიისთვის გათვალისწინებული თანხა, პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის არასაკმარისია.



2010-02-05 15:25
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძისა და ცესკოს თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა ერთიან საარჩევნო სიებთან დაკავშირებით

"საქართველოში სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება", – განაცხადა დავით ბაქრაძემ ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.  შეხვედრაზე ცესკოს ინიციატივებზე და  სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე ისაუბრეს. სამუშაო ჯგუფი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება და კოორდინირებას გაუწევს საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესს.



2010-02-04 18:15
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

მთავრობამ გაითვალისწინა პარლამენტის შენიშვნები და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონპროექტის შეთანხმებული ვარიანტი წარმოადგინა. კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.



2010-02-04 17:52
გიორგი არსენიშვილი იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, თინა ბურჯალიანსა და შს მინისტრის მოადგილეს, ეკატერინე ზღულაძეს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი არსენიშვილმა იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თინა ბურჯალიანთან და შს მინისტრის მოადგილესთან, ეკატერინე ზღულაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.



2010-02-04 17:48
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.



2010-02-04 16:41
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან

ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მაღალი დონის კანონმდებლობა აქვს, რომელიც  ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება.



2010-02-04 14:01
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი არსენიშვილის შეხვედრა საქართველოს ასირიელთა საერთაშორისო კონგრესის თავმჯდომარესთან, დავით ადამოვთან

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.



2010-02-03 18:14
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

კანონპროექტი  "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” პირველი მოსმენით განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.



   ႠႰႵႨႥႨ



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)