ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
 
 

იანვარი
2010
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 

2010-08-12 12:27
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით


2010-07-26 16:00
საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ


2010-07-26 15:56
საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ


2010-07-22 18:15



2010-07-16 18:26
საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიში "2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"






2010-07-13 12:05
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა წარმოშობის ადგილზე დაბრუნების უფლების შესახებ


2010-07-13 11:08
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მეზობელ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეროვნული შეიარაღებული ძალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე


2010-06-25 17:11
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით






2010-06-02 16:26
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ


Resolution on The Situation in Georgia

Резолюция Сейма Литовской Республики о Ситуации в Грузии



2010-03-18 18:24

დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმის
რ ე ზ ო ლ უ ც ი ა

RESOLUTION
On the Situation in Georgia



2010-02-04 15:35
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის განცხადება


ႫႧႠႥႠႰႨ »

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႸႤႱႠႾႤႡ
  ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱႠ ႣႠ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႠႰႨႦႫႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႸႨ
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႣႠႱႠႥႪႤႧ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႼႠႰႫႭႫႠႣႢႤႬႪႭႡႠ
 
ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
 
ႠႬႭႬႱႨ
 
ႢႠႫႭႺႤႫႤႡႨ
 
ႩႥႪႤႥႤႡႨ / ႡႨႡႪႨႭႧႤႩႠ
 
ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨ ႣႠ ႱႠႦႭႢႠႣႭႤႡႠ
   


2010-09-09 18:36
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრას დაესწრო

7-9 სექტემბერს სასტუმრო "რედისონ სას ივერიაში" საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებსა და ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდელო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა. "ამბასადორიალის" შემაჯამებელ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო.



2010-09-09 17:28
საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

საქართველოში სულ მალე ნატო–ს სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოს დაახლოებას. ამის  იურიდიულ საფუძველს ქმნის "ნატოსა და საქართველოს შორის ნატოს სამეკავშირეო ოფისის შექმნის, სტატუსისა და პერსონალის შესახებ" შეთანხმება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დღეს  განიხილეს.



2010-09-09 17:21
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები "ახალი მემარჯვენეებისა" და ,,მრეწველების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით  გამოთქმული შენიშვნების ნაწილი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. შეთანხმება  ამის თოაბაზე პარლამენტის თავმჯდომარის  "ახალ მემარჯვენეებთან" და "მრეწველების" წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მოხდა.   



2010-09-09 13:05
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის კონფერენცია გახსნა

"ამომრჩეველთა ზუსტი სიის ფორმირებაზე"  იმსჯელეს დღეს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მეცხრამეტე კონფერენციაზე, რომელიც  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გახსნა.



2010-09-08 19:37
ეუთოს გენერალური მდივნის, მარკ პერინ დე ბრიშამბოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან

საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს პარლამენტში ვიზიტად მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, მარკ პერინ დე ბრიშამბომ და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თუ რა ფორმატით მოხდება ეუთოს მისიის აღდგენა საქართველოში.



2010-09-08 18:53
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეს, ირაკლი ალასანიას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეხვდა, სადაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე   იმსჯელეს.



2010-09-08 16:06
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონპროექტი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო  განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები   გააცნო.



2010-09-08 15:25
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი არსენიშვილის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ მარტიაშვილთან

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი შეხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ მარტიაშვილს. 

 



2010-09-08 15:10
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სერ გარი ჯონსონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა გენერალი სერ გარი ჯონსონი. საქართველოს სახელმწიფოს მაღალი ჯილდო სერ გარი ჯონსონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.



2010-09-08 14:29
"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდო ბაღათურიას ბრიფინგი

კონსტიტუციით პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას ითხოვს "ქართული დასის" ლიდერი ჯონდო ბაღათურია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.



2010-09-08 12:43
პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთნ ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნუგზარ წიკლურის შეხვედრა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანს, ამირ მანსურ მოჰამედს და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ექსპერტს, ჰაშემ ჩეგინს შეხვდა.  



2010-09-07 16:32
პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნა

პარლამენტის ბიუროს სხდომით დღეს საშემოდგომო სესია გაიხსნა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას შეუდგება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანოზაციო კომისია მუშაობას უკვე ასრულებს. პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც ამ განხილვებისას წამოიჭრა კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე  განიხილება.



2010-09-07 13:37
ქედლების სათხილამურო ბაზისკენ მიმავალი გზის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადილემ, ანზორ ბოლქვაძემ უმაღლესი შეფასება მისცა ქედლების სათხილამურო ბაზისკენ მიმავალი 4.9 კმ–იანი გზის მშენებლობას. რკინა–ბეტონის გზა, რომელიც 5 მ. სიგანისაა და 20 სმ. სისქის რკინა–ბეტონით კეთდება, ბათუმი–ხულოს ავტომაგისტრალს სოფ. ქედლებთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებზე 55 კაცი დასაქმდა.



2010-09-06 18:48
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოსა და აშშ–ს შორის ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი იქნა განხილული  პარლამენტის თავმჯდომარის,  დავით ბაქრაძის ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე.  მხარეებმა დეტალურად განიხილეს  საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა,  უსაფრთხოების სიტუაცია და  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. საუბარი ასევე გაიმართა   აშშ–ის კონგრესისა და სხვა საკანონმდებლო  ორგანოების მხრიდან   სამართლებრივ დონეზე ოკუპაციის დაფიქსირების საკითხზე.



2010-09-06 17:18
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვას მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო

კონსტიტუციური კანონპროექტის  მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა საქრთველოს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა. "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვაში მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მონაწილეობდა, რომელიც იმავდროულად  პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.



2010-09-03 16:30
პარლამენტის წევრის, პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილისა და ამავე პარტიის გამგეობის წევრის, თეა წულუკიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას  საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი ნახევრად საპრეზიდენტო მოდელია. 



2010-09-03 14:21
ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” მდივნის, მაგდა ანიკაშვილის ბრიფინგი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა დღევანდელ ბრიფინგზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივანმა, მაგდა ანიკაშვილმა. მას მიაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ორი დამოუკიდებელი უწყება: ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.



2010-09-03 13:56
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია აფხაზეთში ქართული კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილეს ღიად მიმართავს

აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის უკანონო და უხარისხო რესტავრაციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა დავითაიამ დღეს  ბრიფინგი გამართა.



2010-09-02 16:19
საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები სახალხო  დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილული იქნა კონსტიტუციაში შესატანი ძირითადი ცვლილებები.



2010-09-02 14:17
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის ბრიფინგი

ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" სასკოლო ინვენტარის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად ფრაქციის უახლოეს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწვევას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა, დღეს ბრიფინგი გამართა.



   ႠႰႵႨႥႨ



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)