ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 

სექტემბერი
2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 

2010-08-12 12:27
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით


2010-07-26 16:00
საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ


2010-07-26 15:56
საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ


2010-07-22 18:15



2010-07-16 18:26
საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიში "2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"






2010-07-13 12:05
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა წარმოშობის ადგილზე დაბრუნების უფლების შესახებ


2010-07-13 11:08
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მეზობელ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეროვნული შეიარაღებული ძალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე


2010-06-25 17:11
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით






2010-06-02 16:26
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ


Resolution on The Situation in Georgia

Резолюция Сейма Литовской Республики о Ситуации в Грузии



2010-03-18 18:24

დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმის
რ ე ზ ო ლ უ ც ი ა

RESOLUTION
On the Situation in Georgia



2010-02-04 15:35
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის განცხადება


ႧႠႥႫႿႣႭႫႠႰႤ »

"როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სრულად ვაცნობიერებ უდიდეს პატივსა და პასუხისმგებლობას ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, იმ დანაპირებზე, რომელიც მივეცით ჩვენს თანამოქალაქეებს.
დღეს ჩვენ ერთობა გვჭირდება. დაე ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ქვეყნის ერთიანობისკენ და უკეთესი მომავლისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯში".

დავით ბაქრაძე

 
ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
 
ႮႰႤႱႩႭႬႴႤႰႤႬႺႨႤႡႨ / ႨႬႲႤႰႥႨႳႤႡႨ
 
ႢႠႬႺႾႠႣႤႡႤႡႨ / ႫႨႫႠႰႧႥႤႡႨ / ႢႠႫႭႱႥႪႤႡႨ
   


2010-09-09 18:36
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეხვედრას დაესწრო

7-9 სექტემბერს სასტუმრო "რედისონ სას ივერიაში" საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებსა და ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდელო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები გაიმართა. "ამბასადორიალის" შემაჯამებელ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო.



2010-09-09 17:21
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები "ახალი მემარჯვენეებისა" და ,,მრეწველების“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მიერ კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით  გამოთქმული შენიშვნების ნაწილი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. შეთანხმება  ამის თოაბაზე პარლამენტის თავმჯდომარის  "ახალ მემარჯვენეებთან" და "მრეწველების" წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მოხდა.   



2010-09-09 13:05
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის კონფერენცია გახსნა

"ამომრჩეველთა ზუსტი სიის ფორმირებაზე"  იმსჯელეს დღეს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) მეცხრამეტე კონფერენციაზე, რომელიც  პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გახსნა.



2010-09-08 19:37
ეუთოს გენერალური მდივნის, მარკ პერინ დე ბრიშამბოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან

საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს პარლამენტში ვიზიტად მყოფმა ეუთოს გენერალურმა მდივანმა, მარკ პერინ დე ბრიშამბომ და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თუ რა ფორმატით მოხდება ეუთოს მისიის აღდგენა საქართველოში.



2010-09-08 18:53
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეს ირაკლი ალასანიას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეს, ირაკლი ალასანიას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში შეხვდა, სადაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე   იმსჯელეს.



2010-09-08 16:06
პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონპროექტი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო  განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები   გააცნო.



2010-09-08 15:10
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სერ გარი ჯონსონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა გენერალი სერ გარი ჯონსონი. საქართველოს სახელმწიფოს მაღალი ჯილდო სერ გარი ჯონსონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.



2010-09-06 18:48
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოსა და აშშ–ს შორის ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი იქნა განხილული  პარლამენტის თავმჯდომარის,  დავით ბაქრაძის ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე.  მხარეებმა დეტალურად განიხილეს  საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, ეკონომიკური პოლიტიკა,  უსაფრთხოების სიტუაცია და  ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება. საუბარი ასევე გაიმართა   აშშ–ის კონგრესისა და სხვა საკანონმდებლო  ორგანოების მხრიდან   სამართლებრივ დონეზე ოკუპაციის დაფიქსირების საკითხზე.



2010-09-06 17:18
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვას მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო

კონსტიტუციური კანონპროექტის  მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა საქრთველოს მეცნიერებათა აკადემიაში შედგა. "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვაში მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან და თანამშრომლებთან ერთად  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მონაწილეობდა, რომელიც იმავდროულად  პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.



2010-09-01 17:58
დავით ბაქრაძე –,,კონსტიტუციის ახალი პროექტი ქვეყანას მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას მოუტანს, რაც სრულად შეესაბამება დემოკრატიული საქართველოს მომავლის ინტერესებს“

საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტის  საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო  განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. მან შეკრებილ საზოგადოებას  კონსტიტუციაში შესატანი ძირითადი ცვლილებები გააცნო.



2010-08-27 14:30
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 14 სექტემბერს  აშშ-ში მიემგზავრება. იგი იქნება ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე  (Community of Democracies). დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმი არის დემოკრატიული ქვეყნების სამთავრობათაშორისო გლობალური კოალიცია, რომლის ძირითადი მიზანია დემოკრატიული პრიცნიპების, ნორმების და ინსტიტუტების გაძლიერება მსოფლიოში. ამ კოალიციაში გაერთიანებულია 100-ზე მეტი სახელმწიფო.



2010-08-20 18:35
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვას ფოთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო

ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ფოთში, სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრებთან, ბიზნესმენებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართა. ქვეყნის უზენაესი კანონი დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.



2010-08-18 18:31
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თელავში გაიმართა

კონსტიტუციის კანონის პროექტის განხილვა ამჯერად თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ქვეყნის უზენაესი კანონი უნივერსიტეტის სტუდენტ-პროფესურას და ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.



2010-08-16 17:22
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თავდაცვის სამინისტროში გამართულ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაესწრო

კონსტიტუციის კანონის პროექტის მორიგი საჯარო განხილვა თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ  შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს კონსტიტუციის ახალი პროექტი გააცნო.  



2010-08-12 17:16
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ქვეყნის უზენაესი კანონის პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს წარუდგინა.



2010-08-09 18:31
საკონსტიტუციო პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვა ბათუმში

2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულ გმირთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა  დღეს ბათუმში საკონსტიტუციო პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვა.ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ამჯერად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ქვეყნის უზენაესი კანონი უნივერსიტეტის სტუდენტ-პროფესურას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და სახალხო-საყოველთაო კომისიის წევრებმა გააცნეს.



2010-08-09 18:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუსუდან კერვალიშვილმა ქ. გორში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის გამართულ ჰუმანიტარულ აქციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა ქ. გორში  კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის გამართულ ჰუმანიტარულ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ესაუბრა.



2010-08-07 23:24
დავით ბაქრაძე – ,,თავისუფლების ბულვარი“ გააერთიანებს საქართველოს, გააერთიანებს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ დღეს განმუხურში  "თავისუფლების ბულვარი" გახსნა. დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ  "თავისუფლების ბულვარი", რომელიც წყდება და არა მთავრდება საოკუპაციო ზონის კედელთან, აუცილებლად  აფხაზეთში დამთავრდება: "ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ბულვარი წყდება  აქედან რამდენიმე მეტრში, იქ სადაც  საოკუპაციო ზონის  კედელია. ეს ბულვარი გაგრძელდება ამ კედლის იქეთ, ის   აფხაზეთში დამთავრდება და  ეს  აუცილებლად მოხდება.   "თავისუფლების  ბულვარი" გააერთიანებს საქართველოს,  გააერთიანებს   ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ერთი ქვეყანა, ერთი ისტორია, ერთი მომავალი და ამ მომავალში კედლების  და მავთულხლართების ადგილი არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ეს არის თავისუფალი და ღირსეული  საქართველოს  მომავალი – ერთიანობა, კეთილდღეობა და ყველა ეთნიკური ჯგუფის ერთად, ღირსეულად  ამ ქვეყანაში ცხოვრება".



2010-08-07 17:00
ანაკლიაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი აშენდება

ანაკლიაში ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის სახელობის ბულვარი აშენდება. მშენებლობა სიმბოლურად  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და თავად ვალდას ადამკუსმა გახსნეს.




2010-08-06 22:13
ახალი საკონსტიტუციო პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვა ქუთაისში გაიმართა

ახალი საკონსტიტუციო პროექტი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას განიხილეს. ქვეყნის უზენაესი კანონი უნივერსიტეტის სტუდენტ-პროფესურას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და სახალხო-საყოველთაო კომისიის წევრებმა გააცნეს.



   ႠႰႵႨႥႨ



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)