|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 9–12 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. დავით ბაქრაძე ანკარაში შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პემიერ-მინისტრთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, დიდი ეროვნული კრების(პარლამენტის) თავმჯდომარესთან, მეჰმეთ ალი შაჰინთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მევლუთ ჩავუსოღლუსთან. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე თურქეთ-საქართველოს პარლამენტების მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯელალ ერბაის შეხვდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.
|