ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
 

სექტემბერი
2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 

2010-08-12 12:27
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით


2010-07-26 16:00
საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ


2010-07-26 15:56
საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ


2010-07-22 18:15



2010-07-16 18:26
საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიში "2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"






2010-07-13 12:05
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა წარმოშობის ადგილზე დაბრუნების უფლების შესახებ


2010-07-13 11:08
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მეზობელ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეროვნული შეიარაღებული ძალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე


2010-06-25 17:11
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით






2010-06-02 16:26
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ


Resolution on The Situation in Georgia

Резолюция Сейма Литовской Республики о Ситуации в Грузии



2010-03-18 18:24

დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმის
რ ე ზ ო ლ უ ც ი ა

RESOLUTION
On the Situation in Georgia



2010-02-04 15:35
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის განცხადება


ႩႠႬႭႬႫႣႤႡႪႭႡႠ »

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008-10-23

  ცვლილებები   
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2676-Iს 2010-02-26


ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

 

საქართველო არის სუვერენული, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს სახელმწიფოს მკაფიოდ და ნებაყოფლობით განცხადებული თანხმობის გარეშე, 1907 წლის ჰააგის რეგულაციების, 1949 წლის ჟენევის IV კონვენციისა და საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმების შესაბამისად, არის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის უკანონო სამხედრო ოკუპაცია.

                  

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

 

მუხლი 2. ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონები

ამ კანონის მიზნებისათვის ოკუპირებული ტერიტორიები და საზღვაო ზონებია (შემდგომოკუპირებული ტერიტორიები):

) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები;

) ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები);

) შავ ზღვაზე: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მდინარე ფსოუდან სამხრეთით მდინარე ენგურის შავ ზღვასთან ჩადინების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდებარე საზღვაო აკვატორიაში შემავალი საქართველოს შიდა წყლები და ტერიტორიული ზღვა, მათი ფსკერი და წიაღი, რომლებზედაც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე საზღვაო ზონები: მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა და კონტინენტური შელფი, სადაც საქართველო თავისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, კერძოდ, „საზღვაო სამართლის შესახებგაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, მიმდებარე ზონაში სარგებლობს ფისკალური, სანიტარიული, საიმიგრაციო და საბაჟო უფლებებით, ხოლო განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და კონტინენტურ შელფზესუვერენული უფლებებითა და იურისდიქციით;

) ამ მუხლის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული ტერიტორიების ზემოთ არსებული საჰაერო სივრცე.

 

მუხლი 3. ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონის მოქმედების ვადით ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, აგრეთვე განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს შეზღუდვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების, ამ კანონით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით გარიგების დადებისა და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

 მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზეზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

 

მუხლი 5. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მემკვიდრეობის გზით შეძენა დაშვებულია მხოლოდ კანონით მემკვიდრეობისას, ან თუ ანდერძით მემკვიდრენი მიეკუთვნებიან კანონით მემკვიდრეთა ერთ-ერთ რიგს.

 

მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:

) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას ან შეთანხმებას ასეთის არარსებობის შემთხვევაში;

) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა;

) საერთაშორისო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა, აგრეთვე საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;

) სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;

) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;

) ამ პუნქტის“–„ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაფინანსება ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა.

2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული  საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან:

) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი;

) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში;

) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში.

 

მუხლი 7. ადამიანის უფლებათა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

1. ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ.

3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის და სათანადო ნებართვით საქართველოში მყოფი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

 

მუხლი 8. უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები)

1. უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

 

მუხლი 9. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულება

1. საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

2. საქართველოს მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დამრღვევი პირის მიმართ ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სანქციების გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით.

 

მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით და ადგენს განსაკუთრებულ რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

2. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან გამომდინარე, ამ კანონის მოქმედება ასევე  ვრცელდება შემდეგ ტერიტორიებზე: საჩხერის რაიონის სოფელ პერევზე, ქურთის, ერედვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების და ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე.

 

მუხლი 11. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-6 და მე-8 მუხლების მოქმედება გავრცელდეს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

3. ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მიხეილ სააკაშვილი

 

თბილისი,

2008 წლის 23 ოქტომბერი.

 



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)