Resolution on The Situation in Georgia
Резолюция Сейма Литовской Республики о Ситуации в Грузии
დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმისრ ე ზ ო ლ უ ც ი ა
RESOLUTION On the Situation in Georgia
ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ელოდებოდნენ. სხდომა დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიას ეხებოდა. პრემიერის გამოუცხადებლობამ საბჭოს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.
რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მეორე წლისთავზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვა გააცნო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და პრევენციის საკითხები იყო საქართველოს ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელი სხდომის ძირითადი თემა.
ანტიკრიზისულმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინა. ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი თორთლაძემ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ საბჭოს სხდომებში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის პირველი პირები, მთავრობის წევრები და ექსპერტები. საბჭოს წევრები საანგარიშო პერიოდში ძირითადად დევნილთა პრობლემებს, სასამართლო რეფორმას, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ახალ საგადასახადო კოდექსს განიხილავდნენ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფი ახალ დამხმარე თემატურ სახელმძღვანელოს ქმნის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ეს იქნება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XIX-XXI საუკუნეებში და ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს დღეს ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ელჩები იყვნენ მოწვეულნი.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ახალ "საქართველოს საგადასახადო კოდექსზე" იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს და მთავრობის საპარლამენტო მდივანს, გიორგი ხუროშვილს გააცნეს.
საქართველოში კონსტიტუციური რეფორმის მიმდინარეობის პროცესსა და საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ" იმსჯელეს ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესბუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე, შოთა მალაშხია ოკუპირებული ტერიტორიების ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდა.
პარლამენტის წევრი კონსტანტინე გამსახურდია ციხის საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და იქ მიმდინარე მოვლენების უკეთ შესასწავლად საზოგადოებრივი კომისიის შექმნას მოითხოვს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა წინაპირობა შექმნა იმისათვის, რომ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალედ და მაღალ დონეზე ჩაატაროს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ინტერფრაქციული ჯგუფის წევრებთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, გურამ ჩახვაძემ 2010 წლის 3-4 მაისს მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად 2008 – 2010 წლების საანგარიშო პერიოდში გაწეული მუშაობის ანგარიშის პროექტი წარმოადგინა.
ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, გურამ ჩახვაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მან მთავრობის უწყებათაშორისო ჯგუფს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდა წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ ყველა დარღვევის ფაქტზე მოკვლევა – გამოძიება გონივრულ ვადაში დაასრულონ: "საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი და კითხვები, იქნება თუ არა ბოლომდე გამოძიებული სამართალდარღვევის ფაქტები და იქნება თუ არა სათანადოდ დასჯილი ყველა ის სახელმწიფო მოხელე, რომელთაც კანონი დაარღვიეს.
თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის ინტერფრაქციულ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფებს შორის შეხვედრა გაიმართა.